პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების 20-მდე ჟურნალისტს უმასპინძლა და მათ შეკითხვებს უპასუხა. გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან ნატოს სამიტისათვის მზადების საკითხსა და აშშ-ს კონგრესში წარდგენილ საქართველოს მხარდაჭერის აქტზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს ამ დოკუმენტისათვის, რომლის მიღების საკითხიც აშშ-ი ვიზიტისას დააყენა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებით, ასევე საქართველოს როლით საერთაშორისო და რეგიონული მნიშვნელობის პროცესებში. საუბარი შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოების თემებს, გაძლიერებული რუსული პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებსა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საკითხებს.