GDRP- ის პირველი საჩვენებელი სწავლება

27 ივნისი 2018, 00:00 1618 ნახვა

თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის პირველი საჩვენებელი სწავლება გაიმართა. შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ რეიდის ოპერაცია განახორციელა. წვრთნის ეს ეტაპი ასევე მომდევნო  საველე სწავლებისათვის მომზადებასაც გულისხმობს, რომელიც მოგვიანებით ჩატარდება.

საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის მინისტრი შეხვდა. ამ ეტაპზე თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის საველე სწავლების ფარგლებში 43-ე ბატალიონი 6 საწვრთნელ წერტილზეა გაშლილი. თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა საქართველოსა და თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი