''აწარმოე  საქართველოში''  შეხვედრა  მეწარმეებთან

26 ივნისი 2018, 00:00 1473 ნახვა

„აწარმოე საქართველოში„  - პროექტის ფარგლებში მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს წარმომადგენლები  მეწარმეებს შეხვდნენ. შეკრებილებს განხორციელებული პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების შესახებ მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ისაუბრა.

მსგავს შეხვედრებს უწყება სხვა რეგიონებშიც გეგმავს. „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტით  მხარდაჭერილია 14 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს  27,3 მლნ ლარს. სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით, მხარდაჭერილია 2 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა  შეადგენს 2,1 მლნ. ლარს.

მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტით, 2015-17 წლებში მხარდაჭერილია 520 პროექტი, თანადაფინანსების სახით გაიცა 4 მლნ. ლარზე მეტი, ხოლო დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა აღემატება 5 მლნ. ლარს.
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი