ნაწლავური დიარეის ჯგუფური შემთხვევა ბათუმში სავარაუდოდ ნამცხვარმა გამოიწვია

26 ივნისი 2018, 00:00 1911 ნახვა

ნაწლავური დიარეის ჯგუფური შემთხვევა ბათუმში სავარაუდოდ ნამცხვარმა გამოიწვია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ მოწამვლა სავარაუდოდ სადღესასწაულო ტორტს უკავშირდებოდა. რის გამოც 19 ადამიანი მოწამლა მათ შორის 5 ბავშვი, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებებს მიმართეს.  

საქმე ეხება ინფექციურ ბაქტერია “სალმონელას” რომელიც მაშინ ვლინდება როდესაც პროდუქტის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი ირღვევა.

ნინო ნიჟარაძე  მოსახლეობას მოუწოდებს ყურადღება მიაქციონ პროდუქტების განსაკუთრებით კი რძის პროდუქტების და ფარშირებული ხორცის ტემპერატურულ რეჟიმის დაცვას.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ფაქტთან დაკავშირებით არავის მიუმართვას, თუმცა უწყებამ გამოძიება გავრცელებული ინფორმაციის გამო 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი