პირველი მაისიდან 25 ივნისამდე ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო

25 ივნისი 2018, 00:00 7795 ნახვა

1 მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით საქართველოში, ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ამავე პერიოდში, მაშველებმა დახრჩობას 36 ადამიანი გადაარჩინეს.

ზღვაში დახმარება აღმოუჩინეს დღეს 6 და 9 წლის არასწრულწლოვნებს და გუშინ კი 17 წლის მოზარდს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ  საზღვაო სეზონის დადგომასთან ერთად, შავი ზღვის სანაპიროზე  მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები გახშირდა. არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები არ ემორჩილებიან მაშველების რეკომენდაციებსა და გაფრთხილებებს. გარდა ამისა, მათი ინფორმაციით  ნასვამ მდგომარეობაში შედიან წყალში, რაც მეტწილად ფატალური შედეგით სრულდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დაემორჩილონ საზღვაო მაშველების რეკომენდაციებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი