ტბებში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა კატასტროფულია – ამის შესახებ დღეს გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით “მთავარს” გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა უთხრა.
არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ შარშანდელი კვლევის შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებსაც მიაწოდეს, თუმცა რეკომენდაციების ნაწილი არ შესრულებულა. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ახლა უკვე მკაცრი რეკომენდაციების გაცემას გეგმავს.
ცნობისთვის ნურის ტბის შემდეგ, ასობით თევზი არდაგანის ტბაშიც დაიღუპა. პრობლემა სავარაუდოდ იდენტურია. ლაბორატორია, გარემოს დაცვა, მერია და ბულვარის ადმინისტრაცია