ბათუმის ტბებში თევზების დახოცვის მიზეზს გარემოს დაცვა ახლა იკვლევს

25 ივნისი 2018, 00:00 2253 ნახვა

ბათუმში ნურისა და არდაგანის ტბები კომპლექსურად შეამოწმეს. ტბების წყლის შემოწმება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თევზების დაღუპვის შემდეგ გადაწყვიტეს. 

უწყების ინფორმაციით, სპეციალისტებმა ტბების სხვადასხვა წერტილში აიღეს წყლის სინჯები, რომლის შედეგადაც ტბებში განახორციელეს ევტროფული ფონის, მიკრობიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიურ და წყლის ხარისხის კვლევები.
კვლევის შედეგები ივნისის ბოლოსთვის იქნება ცნობილი. სპეციალიტები მოამზადებენ ტბების ხარისხობრივი შესწავლის სიტუაციური ანალიზს და შემდგომი რეაგირებისთვის გაიცემა შესაბამისი რეკომენდაცები.

ფოტო: ტატო ცეცხლაძე 

იხ. მეტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი