საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საქველმოქმედო მიზნით ფრანების შოუ მოაწყვეს, ხუთშვილიან ხმალაძეების ოჯახში იმყოფებოდნენ.
აქტივობიდან შემოსული თანხით ახალგაზრდებმა საჩუქრები და პროდუქტები შეიძინეს და სოციალურად დაუცველ ოჯახს გადასცეს.