საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მორიგი ოფიციალური განაცხადი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით – “მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია” – აღნიშნავს ეკლესია.
ამასთან საპატრიარქო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას კანონპროექტის განხილვის პარალელურად შექმნას შესაბამისი სარეაბილიტაციო ცენტრები. სინოდმა ასევე გადაწყვიტა შექმნას კომისია, რომელიც იმსჯელებს ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ.
სწორედ ეს ნაწილი იყო სამოქალაქო საზოგადოებისთვის ყველაზე მიუღებელი, ამასთან სამოქალაქო მოძრაობისა და პოლიტიკოსთა ნაწილი უმრავლესობაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად აფასებს სინოდის განცხადებას. როგორც იცით შარშან ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა მას შემდეგ შეჩერდა, რაც საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა