ყოფილ აფთიაქზე დაშენების პროექტს სათათბირო საბჭომ მხარი არ დაუჭირა

22 ივნისი 2018, 00:00 2145 ნახვა

ბათუმის ყოფილი პირველი აფთიაქის შენობის მომავალი კვლავ გაურკვეველია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მფლობელის კომპანია “ჟასმინის” მიერ ხელახლა წარდგენილი ესკიზები სააგენტოს სათათბირო საბჭომ ისევ დაიწუნა.  

კომპანიას სურს ძეგლს იერსახე შეუნარჩუნდეს, თუმცა ამასთან ითხოვს შეძლებისდაგვარად შენობის სიმაღლეში გაზრდას. საბჭოს მსგავსად, შენობის მასშტაბის ზრდა მართებულად არ მიაჩნია ქალაქის მერსაც. ლაშა კომახიძე ამბობს რომ ინვესტორის საპირისპირო მხარეს დგას ქალაქის ინტერესი.

კომპანიის პირველად პროექტსაც არ დაეთანხმა წლების წინ სააგენტო. “ჟასმინს” ვადები დარღვეული აქვს. 7 წლის წინ გასხვისებული ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში სასტუმროს განთავსება თავდაპირველი ხელშეკრულების თანახმად 2012 წელს, ცვლილებების შემდეგ კი 2015 წელს უნდა დასრულებულიყო.

დრო გადის, შენობა კი დღითიდღე ზიანდება. როდის მოახერხებს მფლობელი არქიტექტურულად გამართლებული პროექტის წარდგენას კვლავ და რას ფიქრობენ სპეციალისტები?

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი