ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. კომისიის წევრები დაღუპული დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს და მათ ადვოკატებს უსმენენ.
მათ გარდა ახსნა-განმარტებისთვის დასაბარებელ პირთა სიაში არიან ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის უშუალო მონაწილეები, გამომძიებელ-პროკურორები, ექსპერტები, 51-ე საჯარო სკოლის ხელმძღვანელები, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები.