ხორავას ქუჩაზე მოზარდთა მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა ხვალ გაიმართება. ხვალიდან იწყება საქმესთან დაკავშირებული პირების გამოკითხვა. კომისიის წინაშე პირველად ზაზა სარალიძე, დადუნაშვილის ოჯახის წევრები და მათი უფლებადამცველები წარდგებიან. კომისია ინტენსიურად იმუშავებს. მიმდინარე კვირაში რამდენიმე ადამიანი დაიკითხება. იგეგმება იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გამოკითხვა. ჯამში 50-მდე პირი უნდა გამოკითხოს, კომისიამ მუშაობა სამ თვეში უნდა დაასრულოს.
დღეს ზაზა სარალიძე საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა.