„როცა განახლებულ გუნდს დაამტკიცებენ, მე ვიქნები პარლამენტში“ _ ზურა პატარაძე

20 ივნისი 2018, 00:00 2523 ნახვა

ზურაბ პატარაძე დროებითი მთავრობის დამტკიცებას პარლამენტში არ ესწრება. მთავრობის თავმჯდომარე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ ის ბათუმში, მნიშვნელოვან ობიექტების მონახულებით არის დაკავებული და პარლამენტში, რამდენიმე კვირაში, განახლებული მთავრობის დამტკიცების სხდომას დაესწრება. 

"მე დღეს  ვიმყოფები ბათუმში, თქვენ იცით, რომ დღეს მთავრობის ტექნიკური დამტკიცება ხდება. ყველა ვხედავთ და გვესმის, რომ დაგეგმილია ოპტიმიზაცია, სამინისტროების გაერთიანება. ჩვენ მალე, რამდენიმე კვირაში, დავაკომპლექტებთ ახალ მთავრობას და შესაბამისად, როცა იქნება განახლებული გუნდის დამტკიცება, მე აუცილებლად ვიქნები პარლამენტში" - განაცხადა პატარაძემ

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი