გაფრთხილება: ''მოერიდეთ ზღვიდან გამორიყულ დელფინებთან კონტაქტს''

20 ივნისი 2018, 00:00 3080 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, მოერიდონ გამორიყულ დელფინებთან  კონტაქტს და ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე 153-ი.

უწყებაში აცხადებენ, რომ  გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი აგრძელებს შავი ზღვის სანაპირო ზოლში ძუძუმწოვრების გამორიყვის ფაქტებთან დაკავშირებით კომპლექსურ კვლევებს და შედეგები უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი.

სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ დელფინების ხშირი გამორიყვის მიზეზი რამდენიმე ფაქტორია  მათ შორის ვირუსული დაავადებები და გარკვეული ტიპის დაბინძურებები

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი