გახარია მკვლელობის ახალ გარემოებაზე

19 ივნისი 2018, 00:00 2203 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში 9 ადამიანია მიცემული - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს პარლამენტში განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით სასამართლოზე ჩვენებების შეცვლამ და დამატებითი ახალი გარემოებების გამოვლენამ შესაძლებელი გახადა დამნაშავეების პოვნა.

საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება. რამდენიმე დღეში დაიწყება ასევე საპარლამენტო დროებით საგამოძიებო კომისიაში იმ პირთა გამოკითხვა, რომელთა სიაც გასულ კვირას შედგა, მათ შორის არიან ყოფილი მთავარი პროკურორი, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი