ზაზა სარალიძის საჩივრის საფუძველზე 5 ​პოლიციელს საყვედური გამოუცხადეს

19 ივნისი 2018, 00:00 2246 ნახვა

მოკლული მოზარდის ზაზა სარალიძის მიმართვის საფუძველზე, გენერალურმა ინსპექციამ ხუთ თანამშრომელის დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაადგინა. 

ზაზა სარალიძემ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარი ფაქტის გამო შეიტანა

2018 წლის 11 ივნისს ადმინისტრაციული წესით დაკავებული  ზვიად კუპრავა, შესვენების დროს,  სასამართლო დარბაზიდან გამოვიდა და ზაზა სარალიძესთან ერთად  სასადილოში ჩავიდა. სადილობისას  საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა  დარბაზში ასვლა მოსთხოვეს. კუპრავამ პოლიციელებს უთხრა, რომ დაასრულებდა სადილობას და სასამართლოს სხდომის განახლებამდე ავიდოდა დარბაზში. პოლიციელებმა მასზე ძალა გამოიყენეს და სასამართლოს დარბაზში ძალით აიყვანეს.

შსს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიიჩნიეს, რომ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან  გამოიკვეთა დისციპლინური გადაცდომა. სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობისა და მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებისათვის, ოთხ პოლიციელებს გამოეცხადა საყვედური, ხოლო ხელმძღვანელ პირს - სასტიკი საყვედური.

ამავე კატეგორიაში