ინფექციურ საავადმყოფოს, ბოლო 15 დღეში 80 პაციენტმა მიმართა

19 ივნისი 2018, 00:00 4758 ნახვა

ნაწლავური ინფექციებისა და კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევები 25% გაზრდილია, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ. უწყების ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მზარდი სტატისტიკა დაფიქსირდა. 

"მონაცემების აღრიცხვა 1 ივნისიდან დავიწყეთ და ნახევარი თვის მონაცემებით ნაწლავური ინფექციებისა და საკვების ინტოქსიკაციის შემთხვევები იმაზე 25%  მეტია, ვიდრე გასულ წელს. ინფექციურში 80 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ვაგროვებთ ინფორმაციას, რამდენ შემთხვევაში ამოითესა პროტეუსი, სტაფილოკოკს, ენტეროკოკები და ა.შ", - ამბობს ნინო ნიჟარაძე. 

ზაფხულის პერიოდში, როცა ძალიან მაღალია ტემპერატურა, კვებითი ინტოქსიკაცია და სხვა ბაქტერიული დაავადებები აქტიურდება. ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ ინფექციების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა. 

"განსაკუთრებით ყურადსაღებია ბავშვები, რომლებიც ნაკლებად იცავენ პირად ჰიგიენურ წესებს, აუცილებელია გავაკონტროლოთ და მოვთხოვოთ მათ ხშირად დაიბანონ ხელები, მშობლებმა განსაკუთრებით უნდა მიაქციონ ყურადღება მალფუჭებად  საკვებს - რძის პროდუქტებს და ფარშირებული ხორცს. იცით, რომ ბავშვისთვის ხშირად მიაქვთ პლაჟზე საჭმელი, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე საფრთხის შემცველია. ეს არ არის რეკომენდირებული. საკვების წაღების შემთხვევაში, აუცილებლია იგი მიირთვას ბავშვმა უახლოეს დროში". 

რამდენად  საშიშია ზღვის წყალი და იწვევს თუ არა ის  ნაწლავურ დაავადებებს?  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამმართველოს მიერ მიწოდებული კვლევის მიხედვით, ზღვის წყალი აკმაყოფილებს დაშვებულ ნორმებს, ამიტომ  საშიში არ არის. 

"ბანაობა არ არის სახიფათო, თუმცა თუ  ზედმეტად ბევრი წყალი გადაყლაპა ადამიანმა, ის ბუნებრივია  დაავადებების მაპროვოცირებელი იქნება" - განაცხადა ნიჟარაძემ. 

ამავე კატეგორიაში