ალპური ბოტანიკური ბაღი ტურისტებს აგვისტოში მიიღებს - აჭარის მთავრობა

18 ივნისი 2018, 00:00 3947 ნახვა

"ზაფხულის ბოლოს გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი პირველი ვიზიტორების მიიღებს" - ამის შესახებ  ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.  

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და დღეისთვის, ტერიტორიაზე დაწყებულია სამარშრუტო გზებისა და ბილიკების მოწყობა. ბაღში  სხვადასხვა სახეობის მცენარეები შეაქვთ. შენდება მეფუტკრის სახლი და ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციითვის ხის კოტეჯი. 

ბაღის განვითარებაზე გერმანელი სპეციალისტები, მიუნხენის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები მუშაობენ.მათი დახმარებით ალპინარიუმის მოწყობა ინტენსიურად მიმდინარეობს.

ალპური ბოტანიკური ბაღში მიმდინარე სამუშაოები დღეს  აჭარის მთავრობამ დაათვალიერა.  "მალე, მაღალმთიან აჭარას ექნება სრულიად უნიკალური ტურისტული ღირშესანიშნაობა. რა თქმა უნდა, ბაღის მშენებლობა გაგრძელდება და აქ შეიქმნება სივრცეები, სადაც ოთხივე სეზონზე დამსვენებლებისთვის მიმზიდველი გარემო იქნება. ბოტანიკურ ბაღში საგანმანათლებლო მიმართულების  გარდა,  გასართობი და სათაგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის საინტერესო ადგილი იქნება, სადაც სხვადასხვა ატრაქციონი, ზიპლაინი, საბავშვო სივრცეებიც მოეწყობა“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღისა და მწვანე ტბის განვითარება, კურორტ გოდერძის საინვესტიციო პროექტებთან ერთობლიობაში, მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების ახალ შესაძლებლობებს იძლევა.

კურორტ ბეშუმში შქერნალის ტერიტორიაზე ალპური ბოტანიკური ბაღის განაშენიანებისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ერთი წლის წინ დაიწყო. გეგმის მიხედვით, აგვისტოში იქ ასულ დამსვენებელს ვიზიტორთა ცენტრი, პარკინგი და საპიკნიკე ადგილები უნდა დახვდეთ. 

ალპურ ბაღის შექმნის პროექტს "ბათუმის ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან" ერთად, საერთაშორისო ორგანიზაცია “მერსი ქორფსი” შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით 2015 წლიდან ახორციელებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი