ბათუმის მერმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა 

18 ივნისი 2018, 00:00 1428 ნახვა

ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში ბარცხანასა და თამარის დასახლებაში წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა მიმდინარეობს. სატუმბი სადგურების მეშვეობით თამარისა და ბარცხანის დასახლებების წყალარინების მასის შეკრება მოხდება და ,,ბ“ კოლექტორის გავლით ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაში გადაიტუმბება. აღნიშნული სატუმბი სადგურების მშენებლობა 2017 წელს დაიწყო.  

სამუშაოების დასრულება ვადაზე ადრე, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე იგეგმება. ბარცხანის წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობის ღირებულება ნახევარ მილიონზე მეტია.  ათას ევროზე მეტია, თამარის დასახლების კი - 468,ათას ევროზე მეტი. პროექტის ფარგლებში უკვე აშენდა ერთი მიწისქვეშა წყალარინების სატუმბი სადგური ბაქოს ქუჩაზე, რომელიც ექსპლუატაციაში 2017 წლიდან შევიდა. მეოთხე ფაზის ფარგლებში კიდევ ერთი მიწისქვეშა წყალარინების სატუმბი სადგური მშენებლობა იგეგმება აღმაშენებლის დასახლებაში.
სინქპრნწ

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი