მთავრობის შემადგენლობის განხილვის გრაფიკი დამტკიცდება დღეს ბიუროს სხდომაზე. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის ფორმირების პროცესი, სავარაუდოდ, ამ კვირაში დასრულდება. მთავრობის ახალ შემადგენლობას, პრემიერობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე დაასახელებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.