გატაცებული მწყემსი ცხინვალის იზოლატორშია

17 ივნისი 2018, 00:00 1504 ნახვა

გორიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება, ინფორმაციასსუსი” ადასტურებს. რამდენიმე საათის წინ 68 წლის მანსურ პეტრემღვდლიშვილი ახალუბანში ორ თანასოფლელთან ერთად საძოვარზე საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც გატაცება მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მწყემსები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ. მომხდარის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი