ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის ცენტრებისა და კომპაქტურად დასახლებული უბნების განათება იგეგმება. 64 ათასი ლარი დაიხარჯება სოფელ ძენწმანიდან დაბის მიმართულებით გარაგენათების სისტემის მოსაწყობად. ამ ეტაპზე ბოძების მონტაჟი მიმდინარეობს.
კომუნალსერვისის უფროსის განმარტებით სამუშაოებისთვის ტენდერის გამოცხადება მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.