მოქალაქე კომპანია ''მაგთიკომის'' წინააღმდეგ

16 ივნისი 2018, 00:00 1177 ნახვა

მოქალაქე “მაგთიკომის” წინააღმდეგ.  გოგიტა მურცხვალაძე კომპანიას მისი შვილის კუთვნილი თანხის მითვისებაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ, სხვადასხვა მობილური ოპერატორებისგან აღებული ჰქონდა სპეციალური ნომერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის საოპერაციოდ თანხის შესაგროვებლად, მაგთიკომმა კი მისი განცხადებით შესული თანხიდან 1 100 ლარი მიითვისა.


გოგიტა მურცხვალაძე ამბობს, რომ სამართლებრივი დავისთვის უკვე დაგვიანებული, მაგრამ  საპროტესტო აქციით მაგთიკომს მორალურ პასუხისმგებლობას აკისრებს. კომპანიაში   აცხადებენ, რომ მოქალაქის პრეტენზიებს მოგვიანებით უპასუხებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი