ცემის ან სხვაგვარი ძალადობის მუხლით დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოზურგეთის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე. უწყებამ განცხადება გაავრცელა.
გამოძიების ინფორმაციით საკრებულოს შენობაში დეპუტატ ბესო ქათამაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო.
ექიმების განმარტებით, დაშავებული დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი მკურნალობას საავადმყოფოში გადის.გამოიკითხნენ ინციდენტის მონაწილეები და თვითმხილველები. მომხდარზე ბრალი "ქართული ოცნების" დეპუტატ ტარიელ აროშიძეს წარედგინა.