აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ცენტრალური ხელისუფლების პარალელურად რეგიონში შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ ადგილობრივი მთავრობა მუშაობას აგრძელებს.
ზურაბ პატარაძის განმარტებით ისინი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. მანამ კი იმ პროექტების განხორციელებას გეგმავენ, რომლის დაპირებაც მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნებზე მისცეს.