2 წლისა და 6 თვის განმავლობაში ეკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი გიორგი კვირიკაშვილს. გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მასსა და მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო, კერძოდ ბოლო თვეების განმავლობაში იყო პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული პოზიციები. ,,ვფიქრობ, პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს, როგორიც მას სურს" – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.