სოფელ ცხმორისში ვასაძეების საცხოვრებელს ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძრო და 1 სამაშველო ბრიგადა - ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. " სამწუხაროდ, ხის ერთსართულიანი სახლის და დამხმარე ნაგებობის გადარჩენა ვერ მოხერხდა, საბედნიეროდ ოჯახის წევრები არ დაშავებულან, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის პირველი პირები", - წერია ქედის მერიის განცხადებაში.
სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სახლში, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, ლევან ვასაძის 4 წევრიან ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.