სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლების საპროტესტო აქცია

13 ივნისი 2018, 00:00 1709 ნახვა

ახალსოფელში სამკერვალო ფაბრიკა "ინსეთ ფეშენ ტექსტილის" თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. დასაქმებულების თქმით, ხელმძღვანელობამ სამკერვალო ფაბრიკა დაკეტა და მათ 3 თვის ხელფასი არ აუღიათ.

თანამშრომლები მუშაობის პროცესში არაადამიანურ მოპყრობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც საუბრობენ. ამბობენ, სამკერვალოს  დამფუძნებელი და დირექტორი მათ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ადგილზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, პროფკავშირების წარმომადგენლები და სოფელ ჭარნალის რწმუნებული იმყოფებოდა.

ნუგზარ აბაშიძის თქმით, კერძო ბიზნესში მერია ვერ ერევა, ამიტომ მოსახლეობას მოუწოდებს სასამართლოს მიმართონ. სამკერვალოში სულ 35 ადამიანი მუშაობდა.  

ხელშეკრულების მიხედვით, მკერავები ერთი წლის ვადით არიან დაქირავებული. თანამშრომლების თქმით, ამ ეტაპზე დავალიანება დაახლოებით 40 ათასი ლარია. საწარმო ახალსოფელში დაახლოებით 7 თვის წინ გაიხსნა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი