“ნიღბის მიღმა”- ასე ჰქვია ოლიკო ჟღენტის წიგნს, რომლის პრეზენტაცია აჭარის მწერალთა სახლში შედგა. წიგნში ცნობილი ქართველი მსახიობის ოთარ მეღვინეთუხუცესის ცხოვრება და შემოქმედებაა აღწერილი.
წიგნი - კრებული, რომელიც 4 თავისგან შედგება მსახიობის დაბადების 85 წლისთავს მიეძღვნა. ავტორმა მკითხველებს პრეზენტაციის ბოლოს სამახსოვრო ავტოგრაფები დაურიგა. პროექტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.