,,მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და |დისიფტა| საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ბათუმში სასწავლო სემინარი მიმდინარეობს. საკალმახე მეურნეობაში ჩართულ 50 მდე კომპანიის წარმომადგენელს და ინდივიდუალურ მეწარმეს შესაძლებლობა აქვთ კალმახის წარმოების თანამედროვე სტანდარტებს და მოთხოვნებს გაეცნონ.
კალმახის მოშენება, ლიფსიტების კვება, საკალმახე მეურნეობის ეკონომიკა და პროდუქციის წარმოების დაგეგმვა ამ და სხვა საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას ეცნობინ. პროექტს ევროკავშირის თანადაფინანსებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ახორციელებს.