ჯანელიძე - ''81-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებას''

13 ივნისი 2018, 00:00 1385 ნახვა

 “მნიშვნელოვანია, რომ რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა მივიღეთ - 81-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დევნილების შესახებ საქართველოს ინიცირებული რეზოლუციის მიღების შესახებ განაცხადა.

2017 წელთან შედარებით, რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი - ერთით, მოწინააღმდეგეთა რაოდენობა კი ორით გაიზარდა.

რეზოლუციას 81-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. 16 მოწინააღმდეგეს შორის კი არიან: ბელარუსი, ბურუნდი, სომხეთი, კუბა, ლაოსი, ნაურუ, ნიკარაგუა, ფილიპინები, რუსეთი, სამხრეთ სუდანი, ვენესუელა, ვიეტნამი და ზიმბაბვე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი