გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში არსებული პროგრამული ხარვეზი უკვე გამოსწორებულია და ზარების მიღება შეუფერხებლად მიმდინარეობს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო“, – აცხადებენ შსს-ში.
პროგრამული ხარვეზის გამო, 112-ში ზარების მიღება შეფერხებული იყო.