პროგრამული ხარვეზის გამო, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, ზარების მიღება დროებით შეფერხებულია - ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
''შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის.
"112"-ის პროგრამისტთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.
მოსახლეობას მოვუწოდებთ, გადაუდებელი შემთხვევისას მოგვწერონ "112"-ის "ფეისბუქის" გვერდზე, პირადი შეტყობინების სახით.''- წერია განცხადებაში