შავი და კასპიის ზღვების მე-5 საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს შერატონში

12 ივნისი 2018, 00:00 1403 ნახვა

შავი და კასპიის ზღვების მე-5 საერთაშორისო ფორუმი  მიმდინარეობს შერატონში. ფორუმის მთავარი თემა  რეგიონში სატრანსპორტო ლოჯისტიკაა. შავი, აზოვისა და კასპიის ზღვების პორტებისა და ტერმინალების განვითარება; პორტების გამტაუნარიანობის  ამაღლება- ეს ის თემებია, რომელბზეც მომხსენებლები ღონისძიების ფარგლებში საუბრობენ.

შეხვედრაზე  ყურადღება გამახვილდა ასევე, სარკინიგზო- საკონტეინერო გადაზიდვებზე  ევროპის, ჩინეთსა და დსთ-ს ქვეყნებს შორის. მთავარ გამოწვევად  სატრანსპორტო დერეფანში სატრანზიტო გადაზიდვების შემცირება დასახელდა,  მიზეზი კი ალტერნატიული დერეფნების მხრიდან მაღალი კონკურენციაა. მე-5 საერთაშორისო ფორუმს  დელეგატები 15 ქყეყნიდან ესწრებიან . 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი