ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა 13 ივნისს ქუთაისში გაიმართება. მანამდე კომისიის წევრები გაეცნობიან საქმის მასალებს, რომელიც სასამართლოდან და პროკურატურიდან პარლამენტში უკვე მიიტანეს. კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისია პირველ რიგში დაზარალებულებს შეხვდება, შემდეგ კი სხდომებზე ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს დაიბარებს.