შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 მოქალაქიდან ერთი ძებნილი და ერთიც პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. უწყების განცხადების მიხედვით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს ერთი ქურდობისთვის ძებნილი და ერთი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი .