მირზა სუბელიანი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე მისული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით უწყებამ დღეს დააკავა.
ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორე პირია, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ დააკავეს. რა ბრალდებას უყენებს გამოძიება დაკავებულებს და რა შეფასებები მოჰყვა ამ ფაქტებს,