მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას მიეცა თანხმობა, კანონით დადგენილი წესით, სრული მოცულობით გაეცნოს როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს, – ინფორმაცია საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა.
უწყების ცნობით, პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, მაქსიმალურად ეფექტურად და მჭიდროდ ითანამშრომლოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან.