რწმუნებათა სიგელები წმინდა საყდრის დესპანისგან

09 ივნისი 2018, 00:00 1322 ნახვა

წმინდა საყდრის ახლად დანიშნულმა დესპანმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ხოსე აველინო ბატენკურთან შეხვედრა გამართა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში წმინდა საყდრის ახალ დესპანს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა, ასევე შეხვედრაზე  მხარეებმა საქართველოსა და ვატიკანის სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ამავე კატეგორიაში