ინციდენტების პრევენციის შეხვედრა დასრულდა ერგნეთში. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის თქმით, შეხვედრაზე დღემდე დაფიქსირებული ინციდენტები განიხილეს.
საუბრის ძირითადი თემა კი არჩილ ტატუნაშვილის წამება და მკვლელობა იყო. მისი თქმით, ქართულ მხარეს ექსპერტიზის დასკვნა მატერიალური სახით არ გადაუცია. უცნობია, მიაწოდებენ თუ არა ოსურ მხარეს დოკუმენტს.
ირაკლი ანთაძის თქმით, ქართულმა მხარემ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემა მოითხოვა, თუმცა მოლაპარაკების მეორე მხარემ მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეს წამების კვალიფიკაცია გუშინ დაემატა.
აქამდე გამოძიება მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. კვალიფიკაციის დამძიმების საფუძველი კი ექსპერტიზის დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც ტატუნაშვილის ცხედარზე 100-ზე მეტი დაზიანებაა დაფიქსირებული, რაც მას სიცოცხლეში მიაყენეს.