ჟურნალისტიკის პროფესიული სწავლება

07 ივნისი 2018, 00:00 1074 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული სწავლების ჟურნალისტიკის სპეციალობის კურსი დასრულდა. ეს სპეციალობა უნივერსიტეტში უკვე სამი წელია ისწავლება.

სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ პარალელურ რეჟიმში ჟურნალისტიკის სპეციალობასაც დაეუფლონ. უნივერსიტეტში შექმნილია ფოტო-ვიდეო სტუდია, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ შეისწავლონ და თავადაც შექმნან ფოტო-ვიდეო ნამუშევრები. ბათუმის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სპეციალობის აკრედიტაციის მისაღებად ემზადებიან.

ამავე კატეგორიაში