ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა დასრულდა

07 ივნისი 2018, 00:00 1436 ნახვა

ერგნეთში, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, ინციდენტების პრევენციის შეხვედრა დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის თქმით, შეხვედრაზე დღემდე დაფიქსირებული ყველა ინციდენტი განიხილეს.

მთავარი ყურადღება კი არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის საკითხს დაეთმო. მისი თქმით, ქართულ მხარეს ექსპერტიზის დასკვნა მატერიალური სახით არ გადაუცია. კითხვაზე, აპირებენ თუ არა უზრუნველყონ ექსპერტიზის თარგმანი და მიწოდება ოსური მხარისთვის, ირაკლი ანთაძეს პასუხი არ გაუცია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი