„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - მთავრობის ინიციატივა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ბიზნეს სექტორს წარუდგინა. შეხვედრაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ახალი სამშვიდობო ინიციატივა სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით, განათლების მისაღებად დამატებითი შესაძლებლობების შექმნა, წვდომა უვიზო მიმოსვლასა და თავისუფალი სავაჭრო სივრცეზე.