მძღოლები აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საკუთარი სატვირთო ავტომანქანების დაბრუნებას ითხოვენ. ამბობენ, რომ სხვადასხვა დროს, ხე-ტყის გადატანის გამო დააჯარიმეს, ავტომანქანები ჩამოართვეს და უკან აღარ დაუბრუნეს.
აქციის მონაწილეები ყვებიან, რომ რამდენიმე თვეა პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
მათი თქმით, სასამართლო პროცესიც გაიმართა და მძღოლებმა ჯარიმაც გადაიხადეს.
აქცია თავდაპირველად აჭარის პროკურატურასთან გაიმართა. მოქალაქეები ამბობენ, რომ პროკურატურისგან პასუხი ვერ მიიღეს.