ბიუროს სხდომა

05 ივნისი 2018, 00:00 1391 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში ცვლილებები შეიტანეს დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე. რეგიონის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ორგანოს ფინანსურ დოკუმენტს ორასი ათასი ლარი დაემატა. ასი ათას ლარზე მეტით გაიზარდა უმაღლესი საბჭოს სახელფასო ფონდი. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ხელფასების ზრდა რანგირების პრინციპმა გამოიწვია. გია რომანაძის თქმით, საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომელთა ანაზღაურება მხოლოდ 30 ათასი ლარით გაიზარდა.

70 ათასი ლარი საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით გასული წლის ვაკანტური პოზიციების ანაზღაურებაა, რომელიც მიმდინარე წელს უკვე შეივსო. 2017 წელს აღნიშნული სახელფასო თანხა ბიუჯეტს ეკონომიის სახით დარჩა, რაც უმაღლესმა საბჭომ ტექნიკური პრობლემის მოგვარებას მოახმარა. დღესვე დეპუტატები, სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დადგენილებაზე მოქალაქე ანზორ ჯაიანის საკანონმდებლო წინადადებას გაეცნენ და კომისიებში განსახილველად ჩაუშვეს. 
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი