აქცია ვაკის პარკში - ''სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე''

04 ივნისი 2018, 00:00 2233 ნახვა

გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ ვაკის პარკში მიმდინარე აქციის ორგანიზატორები. სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე – ამ სახელწოდებით განახლდა დღეს იქ აქცია.

ახალგაზრდები პრემიერის სახელზე წერილს ამზადებენ, მთავრობის მეთაურს თხოვნით მიმართავენ შეხვდეს მათ მიერ დაკომპლექტებულ საინიციატივო ჯგუფს. მოითხოვენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ირიბი, თუ პირდაპირი მონაწილეების დროულ დასჯას. ასევე მიმართავენ მთავრობას, შეიქმნას საზოგადოების ნდობით აღჭურვილი კომისია.

ვაკის პარკში შეკრებილები ამბობენ, რომ ეს არ არის კონტრაქცია, ეს არის სოლიდარობის აქცია ყველა შვილმოკლული ოჯახისადმი. ამბობენ, რომ ისინი აქციას ატარებენ პოლიტიკოსების გარეშე, მართალია ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ვაკის პარკში მისვლა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ტრიბუნას ვერ გამოიყენებენ პოლიტიკოსები.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი