აქციის მონაწილე ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ საზოგადოებას არასწორი აქცენტები აქვს და ირონიით საუბრობენ და ხალისობენ აქციის ეპიზოდებზე, სადაც 16 წლის ბავშვის მკვლელობას აპროტესტებენ, მაშინ როცა მკვლელები გარეთ დადიან.
''მე ერთი რიგით ადამიანი ვარ ზაზა სარალიძის გვერდით. 16 წლის ბავშვი მოკლეს და მისი მკვლელები დღეს გარეთ არიან, სიტყვა ''კაა'' დროის სიმწირის გამო ვერ განვმარტე, ამ სიტყვაში ვიგულისხმე ის, რომ ყველას გვაქვს ბავშვობაში ნანახი მულტფილმი და ''კაა'' არის მახრჩობელა გველი.სწორედ ეს მახრჩობელა გველი არის ეს სისტემა, რომელიც უშვებს იმას, რაც ხდება დღეს საქართველოში. ბავშვებს კლავენ და მათი მკვლელები გარეთ არიან, აი ეს არის ის მახრჩობელა გველი, რომელიც აუცილებლად უნდა მოშორდეს" - განმარტა ლაშა ცუცქირიძემ.
ცუცქირიძე ამბობს, რომ კიდევ ბევრი მულტფილმის გმირია და შესაძლებელია ვინმე განასახიეროს, იმპროვიზაციას მიმართავს.