მოკლული არასრულწლოვნების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლების და ოჯახის წევრების პატრიარქთან შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ, ტექსტში აღნიშნულია, რომ “ ილია მეორემ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ მომხდარის გამო და უსურვა ღვთის შეწევნა.
''შეხვედრები იყო მხოლოდ სულიერი დატვირთვის და სხვა მიზანი არ ჰქონია.” ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ 1 ივნისს თავისუფლების მოედანზე გამართულ შეკრებაზე სასულიერო პირთა მონაწილეობა და მათი მხრიდან შეფასებების გაკეთება მათი პირადი ინიციატივა და ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ინფორმირებული არ იყო.