''ქართული მარშის'' მიერ ორგანიზებულ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

01 ივნისი 2018, 00:00 1708 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ, ფილარმონიასთან ე.წ. კონტრაქციაზე ''ქართული მარშის'' 4 წევრი დააკავეს. ინფორმაციას ''რადიო თავისუფლება'' ავრცელებს. 

რუსთაველის გამზირის პარალელურად,  სხვა ლოკაციაზე აქცია ცოტა ხნის წინ დაიწყო. ფილარმონიასთან ''ქართული მარშის'' წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი პარლამენტთან მიმდინარე აქციას აპროტესტებენ.

დაახლოებით ერთი საათის წინ კი რუსთაველის გამზირზე სამი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. სამივე მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით აიყვანეს. 

რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი