გარდაცვლილი დავით სარალიძის მამას არ აქვს იმედი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს გამოიძიებს, რადგან აცხადებს, რომ მტკიცებულებები აღარ არსებობს მოწმეები კი დაშინებულები არიან.
ზაზა სარალიძე გუშინ მხარდამჭერებთან ერთად მთელი ღამე რუსთაველის ქუჩაზე იმყოფებოდა. დღეს მას საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ისევე როგორც პრემიერს, ასევე პრეზიდენტს საქმის დეტალებსა და გარემოებებზე ინფორმაცია არ ჰქონდა.